Home » მსოფლიო » ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა
ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

ნავთობის ფასი გუშინ ერთბაშად 3%-ით გაუფასურდა. ბოლო დროის აღმავალი ტრენდის შემდეგ ნავთობის ღირებულებაზე გავლენა იქონია ირანის ფაქტორმა.კერძოდ ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანი უარს ამბობს დაჯდეს ოპეკის წევრ ქვეყნებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და მიიღოს ნავთობის წარმოების გაყინვის გადაწყვეტილება, მანამ სანამ ქვეყანა სანქციამდე არსებულ ნავთობის წარმოების მაჩვენებელს არ აღდგენს. ეს მაჩვენებელი კი დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელს შეადგენს.

ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მიიჩნევს, რომ ნავთობის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების “გაყინვა” იანვრის დონეზე არ მოგვცემს სწრაფ ეფექტს ბაზრის სტაბილიზაციისათვის.

ჯერჯერობით ოპეკის წევრი ქვეყნების შეხვედრის დრო და ადგილი არ დაზუსტებულა. ადრე რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრენოვაკმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების შეხვედრა ბაზრისსტაბილიზაციის განსახილველად შესაძლოა ჩატარდეს 20 მარტიდან 1 აპრილამდეპერიოდში. მისი თქმით, განიხილება შეხვედრის ჩატარების ვარიანტები ვენაში ანრუსეთში. ნოვაკის თქმით, რუსეთი მზადაა მიიღოს ასეთი შეხვედრა ენერგეტიკისმინისტრების დონეზე.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:

  • ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1106მიმდინარეობს.
  • შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4273ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.33 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა დაიკლო 1.16 %-ით და ვაჭრობა 1231.40 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,20 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.58 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 1.08%-ით და ბარელზე შეადგინა 36.78 დოლარი.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Share