Home » მსოფლიო » ნავთობის ფასი 100$-მდე გაიზრდება – ფასების ზრდა მოსალოდნელია ქართულ ბაზარზეც
ნავთობის ფასი 100$-მდე გაიზრდება - ფასების ზრდა მოსალოდნელია ქართულ ბაზარზეც

ნავთობის ფასი 100$-მდე გაიზრდება – ფასების ზრდა მოსალოდნელია ქართულ ბაზარზეც

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას 4 ნოემბერს გეგმავს – ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის მიხედვით, ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომპოვებლისგან მრავალი ქვეყანა ნავთობს აღარ შეიძენს, რაც ნავთობის ფასის 100$-მდე ზრდას გამოიწვევს.

მიმდინარე წლის სექტემბერში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება $80-ს გადასცდა, რაც 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

მიმდინარე წელს დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ს ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა დაეტოვებინა, რასაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოჰყვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებისა და სანქციების დაანონსების შემდეგ, ზუსტად 1 თვეში, ირანმა 500,000 მილიონი ბარელით ნაკლები ნავთობი გაიტანა ექსპორტზე, რაც სწორედ ტრამპის ქმედებას უკავშირდება.

Goldman Sachs-ს ანალიტიკოსის, ჯეფ კიურის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ირანს ექსპორტზე ნაკლები ნავთობი გააქვს, სხვა ქვეყნები მოპოვების ტემპს უფრო მეტად აჩქარებენ. „ირანი ბაზარს ნაკლებ ნავთობს აწვდის და OPEC-ის წევრი ქვეყნები ბალანსის დარღვევის პრევენცის მეტი ნავთობის მოპოვებით ცდილობენ. თუმცა სექტემბრიდან მათ ბაზარს ყოველდღიურად 32,000 ბარელით მეტი ნავთობი მიაწოდეს,“ აღნიშნა მან.

ასე რომ, დღეს პრობლემა არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბაზარი მომავალში დიდ დარტყმას მიიღებს,” განაცხადა ჯეფ კიურიმ.

commersant.ge

Share