Home » მსოფლიო » ნავთობის ეპოქის დასასრული – შეიქმნა ავტომობილი, რომელიც მარილიან წყალზე მუშაობს
ნავთობის ეპოქის დასასრული - შეიქმნა ავტომობილი, რომელიც მარილიან წყალზე მუშაობს

ნავთობის ეპოქის დასასრული – შეიქმნა ავტომობილი, რომელიც მარილიან წყალზე მუშაობს

ევროპულმა კომპანია NanoFlowcell დაამზადა მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომელიც  მარილიანი წყლის ბაზაზე შექმნილ საწვავზე მუშაობს. ამჟამად დამზადებულია პირველი, საცდელი ნიმუში, თუმცა ქარხნულ წარმოებამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი – იუწყება FB News Post.

ამ ეტაპზე მანქანა, სახელად Quant e-Sportlimousine უკვე მიიღო გერმანიაში ზოგადი დანიშნულების გზებზე გადაადგილების უფლება, თავად კომპანია  კი გამოგონების მასშტაბური ცდებისთვის ემზადება.

არსებული ინფორმაციით, რევოლუციური ავტომობილის  სიჩქარე აღწევს ს 100 კმ. საათს 2,8 წამში, ხოლო ერთი საწვავი ელემენტი  600 კილომეტრზე ჰყოფნის.

ტერმინი „მარილიანი წყალი“ არ გულისხმობს ჩვეულებრივ მარილიან წყალს, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ ზღვაში – სპეციალურ რეაქტორში მზადდება სხვადასხვა ლითონის მარილების ხსნარი, რომელიც გამოიყენება როგორც ელექტროლიტი.

ამ საწვავ ელემენტებში ხდება რთული ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგადაც გამომუშავდება ელექტროობა. თავის მხრივ ის აკუმულირდება სპეციალურ კონდენსატორებში, საიდანაც მიეწოდება ოთხ ელექტროძრავს.

კომპანიის ინჟინერის  ნუნსიო ლა ვეჩიას თქმით, გზა საცდელი ნიმუშიდან სერიულ ავტომობილამდე ძალიან მძიმე და ხანგრძლივია.

„ჩვენ ვართ ძალიან პატარა კომპანია, მაგრამ ამის მიუხედავად, მზად ვართ გავიაროთ ეს გზა თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ ჩვენს მიერ შექმნილმა ტექნოლოგიამ იმუშაოს კაცობრიობის სასიკეთოდ. ამჟამად კი ჩვენ ვართ გზის დასაწყისში,“ – ამბობს იგი.

ახალი ავტომობილი არის ეკოლოგიურად ძალიან სუფთა – მის შესაქმნელად არ გამოიყენება არც ძვირფასი ლითონები  და არც იშვიათი ელემენტები – საწვავი ელემენტის მთავარი შემადგენელი ნაწილი არის წყალი, რომელშიც შედის ლითონების მარილები. ყველა კომპონენტის გამოყენება და უტილიზება შესაძლებელია გარემოსთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე.

ახალი ტექნოლოგია შექმნეს NanoFlowcell და Bosch Engineering სპეციალისტებმა.

უახლოებს პერიოდში კომპანია გეგმას კიდევ 4 საცდელი ავტომობილის წარმოებას,  რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ცდების პროგრამაში.  ამ პროგრამის მიზანია ტექნოლოგიის სრულყოფა კომერციული გამოყენების დონემდე.

commersant.ge

Share