Home » საზოგადოება » „ნატო-ს წევრობა დიდ სარგებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“
„ნატო-ს წევრობა დიდ სარგებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“

„ნატო-ს წევრობა დიდ სარგებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“

საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებაა, – ამის შესახებ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ნატო-ს ყველა წევრმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობაა და ამისთვის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. ნატო-ში საქართველოს წევრობა ჩვენს რეგიონს უფრო მდგრადს და განვითარებულს გახდის და ჩვენი აზრით, ეს რუსეთის ინტერესშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა შედიოდეს რუსეთის ინტერესებში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიის მაგალითი დაასახელა.

„ნება მიბოძეთ, მაგალითად ნორვეგია დაგისახელოთ. როდესაც ნორვეგია ნატო-ს წევრი ხდებოდა, გაჩნდა ანალოგიური კითხვები, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ სკანდინავიის რეგიონი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ნატო-ს მოაქვს სტაბილურობა, მდგრადობა და კეთილდღეობა. საქართველოსა და ჩვენს რეგიონს კი, ეს სჭირდება. საქართველო არის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაგასაყარი. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი მსოფლიოში და მას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თუმცა ჩვენ უნდა გავხსნათ ის, უნდა მივცეთ შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში საქართველოს წევრობა დიდ სარგებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „ბლუმბერგთან“.

Share