Home » მსოფლიო » “ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ”
"ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ"

“ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ”

“ჩვენ ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ”, – ამის შესახებ ბელგრადში ვიზიტის დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს.

„არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მძლავრი, ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ ჩვენს შემოგარენში, არ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენში დადებითი ემოციები. ჩვენ ამას ყოველთვის ვპასუხობდით და ყოველთვის ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“, -განაცხადა მედვედევმა ბელგრადში ვიზიტის დროს.

Share