Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა – რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ
ნათია თურნავა - რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

ნათია თურნავა – რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

Fitch-მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა და მათგან გამოვყოფდი, რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული გამოწვევას, რაც კვლავაც რჩება არასტაბილურობის ფაქტორად. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ფაქტორი იყოს განეიტრალებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2019 წელი ჩვენ მაღალი მაჩვენებლით დამასრულოთ“.

სარეიტინგო კომპანიამ “Fitch” – მა დღეს საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

Share