Home » მსოფლიო » ნაგვის მანქანა სამგზავრო ავტობუსად ტრანსფორმირდება
ნაგვის მანქანა სამგზავრო ავტობუსად ტრანსფორმირდება

ნაგვის მანქანა სამგზავრო ავტობუსად ტრანსფორმირდება

შვედურმა კომპანია Scania-მ, რომელიც სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს აწარმოებს, ახალი მრავალფუნქციური ელექტრომობილის პრეზენტაცია გამართა. სამგზავრო ავტობუსი მარტივად შეიძლება გადაკეთდეს ნაგვის მანქანად.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ტრანსპორტი მრავალფუნქციური იქნება. ის გამთენიისას ქალაქიდან ნაგავს გაიტანს, დღის განმავლობაში მგზავრებს გადაიყვანს, ღამით კი ამანათებს ჩამოარიგებს.

კომპანიის სპეციალისტებმა სიახლე, ქალაქებში არსებული უმთავრესი პრობლემის – საცობებისა და ჰაერის დაბინძურების მოსაგვარებლად შეიმუშავეს.

დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილი 242 კილომეტრს გაივლის და 55 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. მძღოლს ავტობუსში ჭკვიანი კამერები და რადარები ჩაანაცვლებენ. ​NXT-ს ზოგიერთი კომპონენტი ჯერ დამზადებული არ არის.

ajaratv.ge

Share