Home » ახალი ამბები » ნაცვლიშვილი: მიმდინარეობს თავისუფლების აქტის დემონტაჟი, რაც ძალიან კარგია
ნაცვლიშვილი: მიმდინარეობს თავისუფლების აქტის დემონტაჟი, რაც ძალიან კარგია

ნაცვლიშვილი: მიმდინარეობს თავისუფლების აქტის დემონტაჟი, რაც ძალიან კარგია

ბექა ნაცვლიშვილი მიესალმება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მთავრობა “ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან“ იმ ჩანაწერის ამოღებას აპირებს, რომლითაც მთავრობის ზომის ზრდა იზღუდება

“საკანონმდებლო ცვლილებები არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით შეზღუდული იმ რეგულაციით, რომ ბიუჯეტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ 30% ჩვენი ეროვნული შიდა პროდუქტის. მიმდინარეობს ეკონომიკური თავისუფლების აქტის დემონტაჟი, ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან მხოლოდ ესეთი ნაბიჯები წაიყვანს წინ და გააძლიერებს ეკონომიკას”, – თქვა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ბიუჯეტის 2019 წლის პროექტი განიხილება.

პარლამენტში “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტია ინიცირებული. ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა. კანონპროექტით იგეგმება მშპ-სთან შეფარდებით ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის 30%-იანი ზედა ზღვრის ამოღება.

Share