Home » საზოგადოება » “ნაცმოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩევნოდ, თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს
"ნაცმოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნოდ, თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს

“ნაცმოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩევნოდ, თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს

“ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტის ჟოსეფ დოლის ინიციატივით, და პრეზიდენტის მოწვევით (და ამის საფუძველზე ენმ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით) დღეს ბრუსელში სახალხო პარტიის ცენტრალურ ოფისში პრეზიდენტ დოლისა და “ენმ” და “ეს” წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.” – ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი ბარამიძე ავრცელებს.

“EPP- სა და პრეზიდენტ დოლის მიზანი იყო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინ (რამდენადაც ეს შესაძლებელია) EPP-ს ასოცირებული ორი ქართული პროდასავლური პარტიის პოზიციებისა და სამოქმედო ამოცანების დაახლოება მოხდეს.

გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად ამ პარტიათა შორის ერთმანეთის მიმართ თავდასხმებისა და კომფრონტაციის თავიდან აცილებისა მოქმედებების მეთოდების შეთანხმების დოკუმენტს.

P.S დიდი მადლობა პრეზიდენტ დოლს გამოჩენილი ყურადღებისა და ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად გამოჩენილი მისი გულწრფელი და ეფექტიანი ძალისხმევისათვის.” – წერს გიორგი ბარამიძე.

გიგი უგულავას განცხადებით,შეთანხმება მდგომარეობს შემდეგში:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.

Share