Home » ახალი ამბები » “ნაციონალურ მოძრაობაში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას 2 წევრი ვემხრობოდით, მათი საყვარელი თემა პენსიები იყო”
"ნაციონალურ მოძრაობაში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას 2 წევრი ვემხრობოდით, მათი საყვარელი თემა პენსიები იყო"

“ნაციონალურ მოძრაობაში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას 2 წევრი ვემხრობოდით, მათი საყვარელი თემა პენსიები იყო”

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნის პერიოდში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას მხოლოდ 2 ადამიანი, ის და გოგა ხაჩიძე უჭერდნენ მხარს. პარტიის სხვა წევრები კი, ან კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამას, ან არაპოპულარულს უწოდებდნენ და ამ მიზნით ეწინააღმდეგებოდნენ ამ თემის დღის წესრიგში დაყენებას.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

“პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ ვხუმრობთ და ვერთობით ხოლმე. განსაკუთრებით, ისეთ პარტიებსა და ლიდერებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ სიახლეებთან იყვნენ ასოცირებულები. ასეთ თემებზე კი ქრებიან და არ ჩანან ხოლმე.

იმის მომხრე, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია მომხდარიყო და მაშინდელი „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგის თემა გამხდარიყო, ვიყავით მხოლოდ 2 ადამიანი – მე და გოგა ხაჩიძე. იყვნენ პარტიის შიგნით ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ მართალია, მაგრამ არ გვინდა და ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ხალხში არ არის პოპულარული თემა და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.

პენსიები იყო მათი საყვარელი თემა. თუ აკვირდებოდით, სანამ იქ ვიყავი პენსიები არ იყო „ნაცმოძრაობის“ თემა, როცა წამოვედი, მეორე დღიდან ყველამ პენსიაზე დაიწყო ლაპარაკი. გაიყვნენ ორად და ორივე ნაწილი პენსიებზე ლაპარაკობენ”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

Share