Home » ბიზნესი » მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოში ოპერირებას განიხილავს
მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოში ოპერირებას განიხილავს

მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოში ოპერირებას განიხილავს

მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოთი ინტერესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო კომპანია Sky Power-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აღნიშნულ ინფორმაციას უწებაშიც ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, Sky Power-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო კომპანიასთან Sky Power, რომელიც ახორციელებს პროექტებს მზის ენერგეტიკაში. დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მოლაპარაკების შესახებ მოგვიანებით გავრცელდება”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ცნობისთვის, Sky Power განახლებადი ენერგიის მიმართულებით მომუშავე მსხვილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფლობს, ვითარდება, აშენებს და მართავს მზის ენერგიის პროექტებს. კომპანიის სათავო ოფისი კანადაში მდებარეობს და ის პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

ipn.ge

Share