Home » მსოფლიო » მზარდი საგარეო ვალის გამო, იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული 1.8 მლრდ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებს
მზარდი საგარეო ვალის გამო, იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული 1.8 მლრდ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებს

მზარდი საგარეო ვალის გამო, იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული 1.8 მლრდ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებს

 როგორც Bloomberg-ი წერს, იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული მილიარდ 800 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ემზადება. ხელისუფლება ამას მზარდი საგარეო ვალის გამო აკეთებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადად, საუბარია, ყაზარმებზე, საავადმყოფოებსა და საოფისე შენობებზე, რომლებიც აღარ გამოიყენება.

სამწლიანი საბიუჯეტო გეგმა, რომელიც დეკემბერში დამტკიცდა, უძრავი ქონების გაყიდვიდან 2019 წელს 950 მილიონი ევროს;  ხოლო ყოველ მომდევნო წელს დამატებით 150 მილიონის შემოსავლებს ითვალისწინებს.

იტალიის სახელმწიფო ვალი ნოემბერში რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 2 ტრილიონ 350 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 133%-ია. ცნობისთვის, ევროზონაში  მოცულობის მიხედვით საბერძნეთის შემდეგ,  იტალიას ყველაზე მეტი ვალი აქვს.

Share