Home » ბიზნესი » მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი შენდება

მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი შენდება

მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი შენდება, რომელიც რეინარს ალუმინიუმის სისტემებით შეიფუთება.

სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს სხვადასხვა კატეგორიის 250-მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, სპორტული მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას.

სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის.

სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება. მწვანე კონცხზე მოხვედრა კი ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზით იქნება შესაძლებელი.

Share