Home » ბიზნესი » მწარმოებლები საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოებას შეძლებენ

მწარმოებლები საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოებას შეძლებენ

მწარმოებლებს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოების შესაძლებლობა მიეცემათ და შესაბამისი კოდი მიენიჭებათ.

საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უშუალო ავტორობით, შეთანხმების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობას იწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შედეგად მწარმოებლებს საშუალება მიეცემათ, საქართველოში აწარმოონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ასევე მათი ცალკეული ნაწილები) როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის. განაცხადის საფუძველზე მოხდება მათი კოდიფიცირება და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საერთაშორისო წარმოების (VIN) კოდი მიენიჭება.

Share