Home » მსოფლიო » მტრედი პატრული – ჰაერის დაბინძურებაზე მონაცემებს ლონდონში ფრინველები აგროვებენ
მტრედი პატრული – ჰაერის დაბინძურებაზე მონაცემებს ლონდონში ფრინველები აგროვებენ

მტრედი პატრული – ჰაერის დაბინძურებაზე მონაცემებს ლონდონში ფრინველები აგროვებენ

ლონდონში 10 მტრედისგან შემდგარი პატრული დაფრინავს და ჰაერის დაბინძურების შესახებ მონაცემებს აგროვებს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მარკეტინგული სააგენტოს DigitasLBi პროექტის Pigeon Patrol მიზანია ჰაერის დაბუნძურების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად მტრედების გამოყენება.

მტრედები GPS ნავიგატორებითა და გადამცემი ტექნიკით არიან აღჭურვილები. მტრედების ზურგზე დამაგრებული ხელსაწყოების საშუალებით ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ოზონის დონე იზომება. მონაცემები ავტომატურად აისახება მტრედების პატრულის twitter -სა და ინტერაქტიულ რუკაზე.

რუკაზე ასახულია ლონდონის რომელ ნაწილშია ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ წელს ლონდონში ჰაერის დაბინძურებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ნორმას გადააჭარბა. ამჟამად მტრედების პატრულში მხოლოდ 10 მტრედია, მაგრამ მათი რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება.

წყარო: BPI

Share