Home » ახალი ამბები » მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია
მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია

მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის „თბილისი“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არამიზანშეწონილადმიიჩნია.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„ეს იდეა პროექტ „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში იყო მოწოდებული. სხვათაშორის, ძალიან ბევრი წინადადება შემოდის. აქედან ზოგი საინტერესოა, ზოგიერთის განხორციელება კი შეუძლებელია. რაც შეეხება წარწერას, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენ გვექნებოდა ისტორიულ საბჭოსთან განხილვა, ფერდობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია მსგავსი წარწერის განთავსება. თუმცა ისტორიულმა საბჭომ ამ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ეს გახლავთ პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი საბჭო და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ მამა დავითის ეკლესიაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. საბჭოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Share