Home » საზოგადოება » მთავრობას „ტამიფლუს“ სუბსიდირება 1 მლნ ლარი უჯდება
მთავრობას „ტამიფლუს“ სუბსიდირება 1 მლნ ლარი უჯდება

მთავრობას „ტამიფლუს“ სუბსიდირება 1 მლნ ლარი უჯდება

საქართველოს მთავრობას „ტამიფლუს“ სუბსიდირება 1 მლნ ლარი დაუჯდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. რაც შეეხება გრიპის ვაქცინაციას, დავით სერგეენკოს განმარტებით, ვაქცინის დამატებითი მარაგების შემოტანაზე დაახლოებით, 700,000 ლარი დაიხარჯება.

„ყოველი სეზონური გამწვავება ჩვენ საშუალოდ, 10 მლნ ლარი გვიჯდება. ამ შემთხვევაში, საჭირო გახდა 1 მლნ ლარის დამატება „ტამიფლუს“ სუბსიდირებისთვის. დანარჩენი თანხები ბიუჯეტში ისედაც იყო გათვალსიწინებული“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ექიმის დანიშნულების საფუძველზე, „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა.

წყარო: bm.ge

Share