Home » ბიზნესი » მთავრობა „საქართველოს ფოსტას“ გასაყიდად ორ თვეში გამოიტანს
მთავრობა „საქართველოს ფოსტას“ გადაყიდად ორ თვეში გამოიტანს

მთავრობა „საქართველოს ფოსტას“ გასაყიდად ორ თვეში გამოიტანს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „საქართველოს ფოსტა“ გასაყიდად მზად ორ თვეში იქნება.

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ შემდეგი მსხვილი საწარმო, რასაც სახელმწიფო გაყიდის „საქართველოს ფოსტაა“. მისივე განცხადებით , სტრატეგიული ობიექტების, „საქართველოს რკინიგზის“ და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გაყიდვა, არ განიხილება.

„შემდეგი, რასაც საპრივატიზაციოდ ვამზადებთ, არის „საქართველოს ფოსტა“. ესეც არაა მარტივი, რომ ერთბაშად შესთავაზო ბიზნესს გასაყიდად. აქ არაერთი მნიშვნელოვანი მომენტია, მათ შორის სოციალური. ადამიანებს აინტერესებთ, როგორ მოემსახურებათ მათ ფოსტა, რაც უნდა გავითვალისწინოთ იმდაგვარად, რომ ამ ობიექტმა მიმზიდველობა შეინარჩუნოს. ახლა სრულდება შეფასება და უახლოეს ორ თვეში ფოსტა მზად იქნება საპრივატიზაციოდ. სხვა საწარმოებიც შეუერთდება ამ სიას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს სტრატეგიული საწარმოები, რომელთა პრივატიზებაც არ განიხილება. ასეთია რკინიგზა და სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელთა პრივატიზებაც არ განიხილება“, – განაცხადა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

Share