Home » ეკონომიკა » მთავრობა 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას აღადგენს
მთავრობა 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას აღადგენს

მთავრობა 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას აღადგენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა იგეგმება, თუმცა პროგრამის ბიუჯეტი ჯერ დასაზუსტებელია.

როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს.

„სამინისტრო მუშაობს, რომ ეს პროგრამა იყოს შედეგიანი და არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო“, – აღნიშნა მან.

მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლეიც 2013 წლიდან მოქმედებდა 2016 წელს გააუქმა.

Share