Home » საზოგადოება » მთავრობა 180 პიკაპის შესაძენად 12 მილიონ 195 ათას ლარს დახარჯავს
მთავრობა 180 პიკაპის შესაძენად 12 მილიონ 195 ათას ლარს დახარჯავს

მთავრობა 180 პიკაპის შესაძენად 12 მილიონ 195 ათას ლარს დახარჯავს

180 პიკაპი, რომელიც შავი არ უნდა იყოს, მთავრობას შესაძლოა, “ჯი-თი მოტორს-მა” მიაწოდოს. სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 1-ელ მარტს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „„ჯი-თი მოტორს-მა“ წარადგინა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 11 მილიონ 301 ათას 300 ლარს შეადგენს. ტენდერი დაფარული მონაცემებით არის გამოცხადებული, შესაბამისად,  მხოლოდ ყველაზე დაბალფასიანი მონაწილე ჩანს და ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვაში.

შეგახსენებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს: ახალი (ექპლუატაციაში არმყოფი); განბაჟებული; ქარხნული წარმოების; მარცხენასაჭიანი; 2018-2019 წელს ნაწარმოები და მათი გარბენი უნდა იყოს არაუმეტეს 200 კილომეტრი. ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 12 მილიონ 195 ათასი ლარი იყო.

Share