Home » საზოგადოება » „მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის, რაც რჩება მოუგვარებელი, ეს არის ლარის კურსის სტაბილურობა“
„მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის, რაც რჩება მოუგვარებელი, ეს არის ლარის კურსის სტაბილურობა“

„მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის, რაც რჩება მოუგვარებელი, ეს არის ლარის კურსის სტაბილურობა“

„მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის, რაც რჩება მოუგვარებელი, ეს არის ლარის კურსის სტაბილურობა”, – ამის შესახებ “ვისოლ ჯგფუფის” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას განაცხადა.

„მე, ბუნებრივია, ბიზნესასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტის რანგში ხშირი შეხვედრები მაქვს ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ აზრებს და დისკუსიებში ვიღებთ მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი გაცილებით უკეთესი იყო ბიზნესისთვის, ვიდრე 2017. თუმცა,

სწორედ ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი იქნება მთავარი გამოწვევა 2019 წელსაც. წელს სავალუტო რყევები გვქონდა თურქეთში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც აგვისტოში დაიწყო და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს შიდა სავალუტო ბაზარზე, მაგრამ ეს ფაქტორიც თანდათან მინელდა. შესაბამისად, რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური სიტუაცია იმის თქმის საშუალებას გვაძლევს,  რომ მომდევნო წელს საგარეო შოკებს აღარ უნდა ველოდოთ, რაც წლის განმავლობაში მეტნაკლებად დადასტურდა კიდეც.

სწორედ ლარის კურსის სტაბილურობამ განაპირობა ის, რომ 2018 წელს უკეთესი სიტუაცია იყო ქვეყანაში, ვიდრე 2017 წელს. როდესაც ჩვენ ქართულ ბიზნესზე ვსაუბრობთ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული კომპანიების შემოსავლის დიდი ნაწილი აკუმულირდება ლარში, ამიტომ ბიზნესის სტაბილურობა და განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ლარის კურსზე”, – განცხადა ფხაკაძემ “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერია

Share