Home » ბიზნესი » “მთავარი არხის” მეწილე გიული ალასანია გახდა
"მთავარი არხის" მეწილე გიული ალასანია გახდა

“მთავარი არხის” მეწილე გიული ალასანია გახდა

მთავარი არხის მეწილე შპს საქართველოს უნივერსიტეტი გახდა. კერძოდ, როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, შპს საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანიის 2%-ანი წილის მფლობელი გახდა. თავის მხრივ კი, საქართველოს უნივერსიტეტის 37,5%-ანი წილის მფლობელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა, 12,5%-ის – ნიკოლოზ ალასანია, ხოლო 50%-ის – მანანა სანაძე.

ამჟამად “მთავარი არხის” წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • 51%- ნიკა გვარამია;
  • 42% – კახაბერ ანჯაფარიძე;
  • 2,5% – გიორგი რურუა;
  • 2,5 % – მარი ანა რურუას;
  • 2 % – შპს საქართველოს უნივერსიტეტი.

BPN.GE

Share