Home » ეკონომიკა » მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 47.8%-ით გაიზარდა
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 47.8%-ით გაიზარდა

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 47.8%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმიდნარე წლის 1-ელ ორ თვეში 67 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 71 მილიონ 600 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

შესაბამისად, წლიურად მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5.7%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ექსპორტს, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში მეორე პოციზიას იკავებდა.

კერძოდ, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 56 მილიონ 100 ათასი  დოლარი შეადგინა, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი 38 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ექსპორტი 1 წლის განმავლობაში 47.8%-ით არის გაზრდილი.

Share