Home » ფინანსები » მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია – 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა
მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია - 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია – 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა

ცნობილია 2019 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე იაფად გადაადგილება საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშია შესაძლებელი. საშუალო თვიური ღირებულებაა 10, 12, 13 დოლარია. შედარებისთვის, მოსკოვში ყოველთვიური გადასახადი საშუალოდ 31 დოლარია, კიევში – 19 დოლარი, ხოლო ნიუ-იორკში – 121 დოლარი.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი – დიდ ბრიტანეთშია, იქ სამგზავროს ყოველთვიური გადასახადი 179 დოლარს შეადგენს.

5 წელზე მეტია ქვეყანას უკონკურენტოდ უკავია პირველი ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასების რეიტინგში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპორტის საშუალო ფასები თითქმის ყველა ქვეყანაში საშუალოდ 15-20%-მდე ეცემოდა.

ლიდერობს ასევე იაპონია, სადაც 2014 წლიდან ყოველთვიური გადასახადი 28%-ით გაიზარდა და 2019 წელს თვეში 123 დოლარი შეადგინა.

მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია. ჩვენთან მართალია ყოველთვიური სამგზავრო აბონემენტი არ იყიდება, მაგრამ საშუალოდ თვეში 10 დოლარი დაგვითვალეს. ისე, მოგეხსენებათ, ერთი მგზავრობა ავტობუსით და მეტროთი 50 თეთრი ღირს, რაც დაახლოებით 17 ცენტამდე ან 15 ევროცენტამდეა.

რაც შეეხება კიევს, აქ საშუალო ხარჯი 1 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის – 19 დოლარი გამოდის.

უკრაინაში პროდუქტები და ინტერნეტის ღირებულება ნაკლებია, თუმცა ტრანსპორტისა და საწვავის ფასები მაღალია.

 

ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე მაღალი და დაბალი ფასები

                                                                                                                                 იასამნისფერი იაფია და ნარინჯისფერისკენ ძვირდება

 

ტოპ 10 ყველაზე მაღალი ფასები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბილეთისთვის ($ 30 დღისთვის):

გაერთიანებული სამეფო (ლონდონი) – 179 დოლარი

ირლანდია (დუბლინი) – 128 დოლარი

ახალი ზელანდია (ოკლენდი) – 126 დოლარი

იაპონია (ტოკიო) – 123 დოლარი

აშშ (ნიუ-იორკი) – 121 დოლარი

ავსტრალია (სიდნეი) – 121 დოლარი

კანადა (ტორონტო) – 108 დოლარი

ნიდერლანდები (ამსტერდამი) – 100 დოლარი

გერმანია (ფრანკფურტი) – 97 დოლარი

შვეიცარია (ციურიხი) – 90 დოლარი

ტოპ-10 ყველაზე დაბალი ფასები მსოფლიოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბილეთისთვის ($ 30 დღისთვის):

საქართველო (თბილისი) – 10 დოლარი

მოლდოვა (კიშინოვი) – 12 დოლარი

სომხეთი (ერევანი) – 13 დოლარი

აზერბაიჯანი (ბაქო) – 13 დოლარი

არგენტინა (ბუენოს აირესი) – 16 დოლარი

ყაზახეთი (ასტანა) – 17 დოლარი

ინდოეთი (მუმბაი) – 17 დოლარი

ბელორუსია (მინსკი) – 18 დოლარი

უკრაინა (კიევი) – 19 დოლარი

მექსიკა (მეხიკო სიტი) – 20 დოლარი

 

წყარო: FORTUNA.GE

Share