Home » მსოფლიო » მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა
მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა

დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინეს. ეს წოდება წელს პიტერ ტაბიჩიმ აიღო. ის კენიიდან არის.

ჯილდოს სახით მას 1 მილიონი დოლარი გადაეცა.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Share