Home » ბიზნესი » მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის

Glovo,მიტანის სერვისის აპლიკაცია,რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში იძლევა, თბილისში შემოდის.

Glovoბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015წელს დაიწყო და მას შემდეგ საზღვრები 67 ქალაქითა (მათშორის, მადრიდი, კაირო, სტამბოლი, საუ-პაულუ) და 20 ქვეყნით გააფართოვა და 3 კონტინენტი(ევროპა, აფრიკა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) მოიცვა. მისი გამოყენებით მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი შეკვეთაამიტანილი, მომსახურების საშუალო დრო კი 45 წუთზე ნაკლებია.

ეს ერთგვარი ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით შეუკვეთონ, მიიღონ და გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი. აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კატეოგორიის ნივთის შეძენაც. გარდაამისა, კურიერისმომსახურება საშუალებას იძლევა, ადრესატს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაეცეს. შეკვეთის გაფორმებისთანავე, მომხმარებელი იღებს სრულ ინფორმაციას ნაყიდი პროდუქტისა და იმ კურიერის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელმაც მიტანის სერვისი უნდა უზრუნველყოს.

ამიერიდან Glovo-ს მომსახურებით სარგებლობას თბილისის მოქალაქეებიც შეძლებენ. კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა რესტორნებთან, ყვავილების მაღაზიებთან, საცხობებსათუ საკონდიტროებთან. ამასთანავე, აპლიკაციას უკვე ჰყავსპარტნიორ კურიერთა ქსელი, რომლებიც პროდუქციას რამდენიმე წუთში არიგებენ.

გარდა მანქანებისა, Glovo-ს აპლიკაციის პარტნიორი კურიერები პროდუქციის მისატანად სკუტერებსა და ველოსიპედებსაც იყენებენ, რაც ხელსუწყობს ქალაქში საცობების განტვირთვას და მომხმარებლებს მიტანის სერვისის ეკომეგობრულგზასსთავაზობს.

გიგა ქერქაძე, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში: „ძალიან გვიხარია Glovo-ს თბილისში შემოსვლა. ევროპის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის ინვესტიცია საქართველოში ხელს შეუწყობს იმ ტრანსფორმაციას, რომელსაც ქვეყნისეკონომიკური სექტორი გადის. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველას შევუქმნათ ის ტექნოლოგიური კომფორტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქზე დისტანციურად წვდომის საშუალებას მისცემს და უამრავ პარტნიორ კურიერსშემოსავლის წყაროსა და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.“

GLOVO-ს შესახებ

Glovo არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე წუთში შეიძინონ, მიიღონ ან გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი. მას მსოფლიოში მილიონზე მეტი მომხმარებელი და 6000-ზე მეტი პარტნიორი მაღაზია ჰყავს. აპლიკაცია 2015 წელს ბარსელონაში შეიქმნა და ამჟამად წარმოდგენილია 67-ზე მეტ ქალაქსა და 20 ქვეყანაში, რომელთა შორისაა: ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, მაროკო, ეგვიპტე, პანამა, კოსტა-რიკა, არგენტინა, პერუ, ბრაზილია… Glovo-ს ქსელში 12 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერია გაწევრიანებული, სხვადასხვა რეგიონალურ ოფისში კი კომპანიას 800-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

Share