Home » მსოფლიო » მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ეროვნული კრიპტოვალუტების შექმნას გეგმავენ
მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ეროვნული კრიპტოვალუტების შექმნას გეგმავენ

მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ეროვნული კრიპტოვალუტების შექმნას გეგმავენ

ციფრული ვალუტები გახდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველების შეხვედრის მთვარი თემა. ბანკირები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბითკოინსა და სხვა არსებულ კრიპტოვალუტებს, უფრო სწორად კი მათ საფუძველში არსებულ ტექნოლოგიას, არსებული საგადასახადო სისტემებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა აღიარა, რომ კრიპტიოვალუტებმა შეარყია არსებული ფინანსური წესრიგი. ლაგარდმა მოუწოდა ცენტრალურ ბანკებს, ფეხი აუწყონ ტექნოლოგიებს, შექმნან საკუთარი ციფრული ვალუტები და გახადონ ტრანზაქციები უფრო უსაფრთხო.

ლაგარდს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ოფიციალური კრიპტოვალუტები, რომლებიც შესაძლოა ბანკებს შორის ანგარიშსწორებების საშუალება გახდეს, მომხმარებელს თაღლითობისა და დანაშაულისგან დაიცავს.

ლაგარდის პოზიციას იზიარებს კანადის, შვედეთის, ურუგვაის და სხვა რამდენიმე ცენტრალური ბანკი, რომლებიც უკვე ატარებენ ექსპერიმენტს ეროვნულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით.

შვედეთის მთავარი ფინანსური რეგულატორის ხელმძღვანელმა სეცილა სკინგსლიმ აღნიშნა, რომ, უდიდესი ალბათობით, Risbank უახლოესი 10 წლის განმავლობაში ციფრულ კრონას გამოუშვებს.

მისი თქმით, ახლა მხოლოდ 10-დან ერთი შვედი მოიხმარს ქაღალდის ფულს და ეს ფაქტი რეგულატორს საკუთარი ციფრული ვალუტის წარმოებისკენ უბიძგებს. ამჟამად შვეიცარიაში ქაღალდის ფული და მონეტები მშპ-ის 1%-ს არ აღემატება.

“ადამიანები მიხვდნენ, რომ ციფრული გახადები უფრო კომფორტულია. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე წელში მათ აღარ დასჭირდებათ ცენტრალური ბანკის ფიატური ფული. ეს პროცესი როგორმე უნდა დარეგულირდეს” – განაცხადა  სკინგსლიმ.

უნაღდო ანგარიშსწორებების რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. ადამიანები ფულის სახელმწიფო კონტროლს გვერდს უვლიან. ამ ფონზე, რასაკვირველია, ცენტრალური ბანკები ციფრული სამყაროს რეგულირებას ცდილობენ. საკუთარი ციფრული ვლუტის შექმნაზე მსოფლიოს ცენტრლაური ბანკების 25%-ზე მეტი უკვე მუშაობს.

Agora.ge
Share