Home » მსოფლიო » მსოფლიო უმდიდრესმა ადამიანებმა, ერთ დღეში, $99 მილიარდი დაკარგეს
მსოფლიო უმდიდრესმა ადამიანებმა, ერთ დღეში, $99 მილიარდი დაკარგეს

მსოფლიო უმდიდრესმა ადამიანებმა, ერთ დღეში, $99 მილიარდი დაკარგეს

მიმდინარე კვირას, მსოფლიოს 500–მა უმდიდრესმა ადმიანმა, ჯამში, 99 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება დაკარგა. ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის/Bloomberg Billionaires Index მიხედვით აღნიშნული მოვლენა, წლის მეორე უდიდესი დანაკარგია, რომელიც ერთი სრული დღის განმავლობაში დაფიქრსირდა.

ყველაზე დიდი დანაკარგი Amazon co.-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა ნახა. მსოფლიო უმსხილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის აქციებმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში,  უდიდესი ვარდნა განიცადა, რაც დამფუძნებლის ქონებაზე 9.1 მილიარდი დოლარის დანაკარგით აისახა.

ჯამში, ამერიკელმა ბიზნესმენებმა 54,5 მილიარდი დოლარი დაკარგეს, რაც ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებელმე მეტია.

No automatic alt text available.

Share