Home » საზოგადოება » მსოფლიო ბანკი: “წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია”
მსოფლიო ბანკი: "წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია"

მსოფლიო ბანკი: “წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია”

ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა საქართველოს,- ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა bm.ge-ს  საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მერსი ტემბონის თქმით, წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია.

“საუკეთესო იქნება, რომ ქვეყანამ გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა საქართველოს. მნიშვნელოვანია წყლის რესურსის გამოყენება ენერგიის საწარმოებლად. ეს პირველ რიგში წარმოადგენს სუფთა ენერგიას, რომელიც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე თბოსადგური.

არსებობს საკმარისი ენერგია და აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ექსპორტისთვის და დავაგენერიროთ შემოსავალი. აუცილებელია, ბუნებრივი რესურსების გამოყენება”,- აცხადებს მერსი ტემბონი.

BMG

Share