Home » მსოფლიო » მსოფლიო ბანკი: 2016 წელს ნავთობის საშუალო ფასი 41$ იქნება
მსოფლიო ბანკი: 2016 წელს ნავთობის საშუალო ფასი 41$ იქნება

მსოფლიო ბანკი: 2016 წელს ნავთობის საშუალო ფასი 41$ იქნება

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს 2016 წელს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის შემცირების შემდგომ გაგრძელებას, ხოლო 2017 წელს დაცემა უნდა შეცვალოს აღმასვლამ.

ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავბშირი მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, რომელიც წარმოდგენილ იქნა დღეს ვაშინგტონში.

ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო ფასმა უნდა შეადგინოს 41 დოლარი/ბარელზე. იანვრის თვის ანგარიშში ივარაუდებოდა ფასი 51 დოლარის ოდენობით ბარელზე.

ახლანდელი ანგარიშის თანახმად, 2017 წლისთვის  ნავთობის ფასის პროგნოზი შეადგენს 50 დოლარს/ბარელზე.

წყარო: BPI

Share