Home » ბიზნესი » მსხვილფეხა შინაური საქონლის ქვეყნიდან გაყვანა ნაწილობრივ აიკრძალა
მსხვილფეხა შინაური საქონლის ქვეყნიდან გაყვანა ნაწილობრივ აიკრძალა

მსხვილფეხა შინაური საქონლის ქვეყნიდან გაყვანა ნაწილობრივ აიკრძალა

საქართველოდან 140 კგ-ზე ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ცვლილება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესში შევიდა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აკრძალულია ქვეყნიდან არანაკლებ 140 კგ ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის (მოზარდის) ექსპორტი.

აღნიშნული შეზღუდვა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

Share