Home » მსოფლიო » „მშვიდად დაიძინეთ, ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ არის ჩვენი ყველაზე სახიფათო პრობლემა“
„მშვიდად დაიძინეთ, ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ არის ჩვენი ყველაზე სახიფათო პრობლემა“

„მშვიდად დაიძინეთ, ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ არის ჩვენი ყველაზე სახიფათო პრობლემა“

პრეზიდენტი ობამა ამბობდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩვენი ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემაა – ეს ასე არ არის, მშვიდად დაიძინეთ ამ საღამოს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ახლახან ჩამოვფრინდი სინგაპურიდან. ახლა ყველას შეუძლია თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს, ვიდრე ისინი თავს გრძნობდნენ ჩემს გაპრეზიდენტებამდე. ჩრდილოეთ კორეისგან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს. კიმ ჩენ ინთან შეხვედრა საინტერესო იყო. ეს დადებითი გამოცდილება იყო. ჩრდილოეთ კორეას დიდი პოტენციალი აქვს მომავლისთვის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ვიდრე ის საპრეზიდენტო ფიცს დადებდა ბევრს ეგონა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი გაჩაღდებოდა.

„პრეზიდენტი ობამა ამბობდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩვენი ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემაა. ეს უკვე ასე აღარ არის, მშვიდად დაიძინეთ ამ საღამოს“, – დასძინა მან.

გუშინ სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესანიშნავი ურთიერთობები განვითარდება. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

Ipn.ge

Share