Home » ახალი ამბები » მშობლების თანხმობის შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ასწავლიან
მშობლების თანხმობის შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ასწავლიან

მშობლების თანხმობის შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ასწავლიან

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდმარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე” საუბრისას განაცხადა.

კილაძის თქმით, ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დარჩეს.

„ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.

უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? – რა თქმა უნდა, არ შეიძლება. აქ არის კონკრეტული გარანტიები ჩადებული იმისა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ოჯახების გაძლიერებას, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას. მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან გავიარო კონსულტაციები, აქაც შეუძლიათ მობრძანდნენ კომიტეტის სხდომაზე, რომ არ დარჩეს კითხვები ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კილაძემ.

Share