Home » ეკონომიკა » მშენებლობაზე დასაქმებულმა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა
მშენებლობაზე დასაქმებულმა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა

მშენებლობაზე დასაქმებულმა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 ათას 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით – 12 ათას 745 ადამიანით შემცირდა. კ

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში დარგში დასაქმებული იყო 59 ათას 662 ადამიანი. მაშინ როცა 2018 წლის 1-ელ კვარტალში სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – 63 ათას 837-ს; ხოლო მე-4 კვარტალში – 72 ათას 407 პირს შეადგენდა.

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, რომ დარგში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა შესაძლოა, სამუშაო დაკარგოს. ეს კი მათი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც.

Share