Home » საზოგადოება » მოწევა სტადიონზეც იკრძალება
მოწევა სტადიონზეც იკრძალება

მოწევა სტადიონზეც იკრძალება

მოწევა სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში იკრძალება. რეგულაცია 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ.

ადმინისტრაციებს მოუწევთ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება. მათ შეუძლიათ მწველეთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

სტადიონებისა და სპორტული კომპლექსების ადმინისტრაციას დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორება 100 ლარიანი ჯარიმით ისჯება, მესამე და შემდეგ ჯერზე ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.

gbc.ge

Share