Home » ფინანსები » მოსახლეობის რამდენ პროცენტს შესაძლოა შეეხოს ხელფასის 30%-ანი დაბეგვრა
მოსახლეობის რამდენ პროცენტს შესაძლოა შეეხოს ხელფასის 30%-ანი დაბეგვრა

მოსახლეობის რამდენ პროცენტს შესაძლოა შეეხოს ხელფასის 30%-ანი დაბეგვრა

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს. ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის.

მისი თქმით, მეტი საშემოსავლოს გადახდა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს მოუწევს, რადგან მხოლოდ მათი შემოსავალი აღემატება 2 500 ლარს.

ჟორჟოლიანის ვარაუდით, ამით ნახევარი მილიონი ლარის მობილიზებაა შესაძლებელია, საიდანაც 400 ათასი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე, დარჩენილი 100 ათასი კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასების გაზრდას უნდა მოხმარდეს.

დეპუტატმა On.ge-სთან  საუბრისას კონკრეტული მაგალითით ახსნა, თუ როგორ აისახება ახალი ინიციატივა მოქალაქეებზე. თუ თქვენი ხელფასია 3 000 ლარი აქედან 2 500 ლარი დაიბეგრება 20 პროცენტით, 500 ლარი კი – 30% პროცენტით.

სანდრო პირველი

Share