Home » ეკონომიკა » Moody’s-ი 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს
Moody's-ი 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს

Moody’s-ი 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. ზრდას ხელს შეუწყობს რეფორმები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდა.

სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, მაღალი საორგანიზაციო სტრუქტურა და კეთილსაიმედო ბიზნესგარემო საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდას დაუჭერს მხარს- ციტირებს Reuters-ი სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშიდან. წელს Moody’s-ი საქართველოში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაზეც გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკა, სადაც შარშან 3.7%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და წელს კიდევ 2%-ით შემცირდება.

სააგენტო საქართველოდან ექსპორტის შემცირების მიზეზად ასახელებს: მოთხოვნის შემცირებას დსთ-ს ქვეყნებში -სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში და უკრაინაში, რამაც შეამცირა ძირითადი საექსპორტო პროდუქციის – ღვინის, მინერალური წყლების და მეორადი ავტომობილების ექსპორტი. კარგ საშუალოვადიან პოტენციალად კი, Moody’s-ი  ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებს არსებობას ასახელებს.

წყარო: GBC

Share