Home » ახალი ამბები » Mome.ge – მიიღეთ რაციონალური გადაწყვეტილება ონლაინ სესხების შერჩევისას
Mome.ge - მიიღეთ რაციონალური გადაწყვეტილება ონლაინ სესხების შერჩევისას

Mome.ge – მიიღეთ რაციონალური გადაწყვეტილება ონლაინ სესხების შერჩევისას

თუ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად იბრძვით და დაიღალეთ  მათგან  გამოწვეული სტრესით, ესე იგი ჩვენი სტატია თქვენ გეხმიანებათ.  ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად სტრესულია თანხის სესხების პროცესი. მისაღები საფინანსო დაწესებულების ძიება, რიგებში დგომა,  სხვადასხვა შეხვედრები, მოლოდინი და სხვა. დაგვეთანხმებით, რომ ასეთი ბიუროკრატია ანადგურებს ჩვენს დროსა და ენერგიას, რომელიც მეტად მნიშვნელოვან საკითხებს შეგვიძლია დავუთმოთ.  თუ გსურთ, რომ მომავალში თავი აარიდოთ ზემოაღნიშნულ უსიამოვნებებს, გირჩევთ, ონლაინ სესხების სერვისს გაეცნოთ.  მათი მომსახურება მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიების სტანდარტებზეა აწყობილი და მაქსიმალურად გამორიცხავს ბიუროკრატიასა და დროის არაეფექტურად ხარჯვას.  თანხის სესხების პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ხორციელდება.  პროცედურა სამი ძირითადი საფეხურისგან შედგება: პირველი – ავსებთ განაცხადს რამდენიმე წუთში, მეორე-  გადიხართ იდენტიფიკაციას, 90% შემთხვევაში სიმბოლურ ერთ თეთრს რიცხავთ სესხის გამცემი  ორგანიზაციის რეკვიზიტებზე. გადარიცხვას ერთ წუთზე ნაკლები დასჭირდება თუ ონლაინ ბანკინგის სერვისით სარგებლობთ. მესამე – უნდა დაელოდოთ რამდენიმე წუთი და თანხას პირდაპირ საბანკო ანგარიშზე მიიღებთ.  სესხით პირველად სარგებლობის შემთხვევაში თანხის მიღების პროცესი 15 წუთს არ აჭარბებს, ხოლო მომდევნო ჯერზე ფული, ფაქტობრივად, მომენტალურად გერიცხებათ.

ჩვენი თვალსაზრისით,  საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელი პირობაა კიდევ ერთი საფეხურის გავლა.  ფულის სესხებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს კომპანიების პირობების შედარება და საუკეთესოს შერჩევა.  ამაში mome.ge დაგეხმარებათ. ეს არის ყველაზე მარტივი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ონლაინ სესხების შერჩევა.  Mome-მ ერთგვარი კატალოგობა ითავა საკუთარ თავზე, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი თითქმის ყველა ონლაინ სესხი, ავტო ლომბარდი და ავტოსალიზინგო კომპანია. თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური საინფორმაცი გრაფა, რომელშიც მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი და ვალიდური ინფორმაცია, როგორიცაა: საპროცენტო განაკვეთები, სასესხო ლიმიტები, ასაკობრივი ზღვრები, სამუშაო გრაფიკი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართები და სხვა.  ამ და სხვა დეტალებზე დაყრდნობით მომხმარებელს შეუძლია ანალიტიკური დასკვნების გამოტანა, თუ რომელი ონლაინ სესხი შეძლებს მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

ეს ყველაფერი არ არის, მეტი სიმარტივისთვის mome-ზე განთავსებულია ონლაინ დახმარების ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეკითხვა დაუსვან ჩვენს პროფესიონალ კონსულტანტებს.  აქვე გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ სხვადასხვა საინფორმაციო სტატიებს სესხების შესახებ. დამატებით შეგიძლიათ იკითხოთ mome-ს ბლოგი, რომელიც გაგამდიდრებთ  მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევებითა და ისტორიებით.

Mome.ge-ს გუნდს აერთიანებს რწმენა, რომ ადამიანები იმსახურებენ საუკეთესოს, სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დაუღალავად, რათა თქვენამდე მოვიდეს უტყუარი და სასარგებლო ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებას.

Mome.ge- შეადარე და აირჩიე საუკეთესო!

Share