Home » ახალი ამბები » მომავალი მთავრობის წევრთა ვინაობა ცნობილია
მომავალი მთავრობის წევრთა ვინაობა ცნობილია

მომავალი მთავრობის წევრთა ვინაობა ცნობილია

მომავალი მთავრობის წევრთა ვინაობა ცნობილია

ძვირფასო მეგობრებო, ვინაიდან ეროვნული გმირი ზვიად კუპრავა და მის ნებას დაქვემდებარებული ზაზა სარალიძე უკან აღარ იხევენ, დღევანდელი მთავრობა იძულებულია, ქუდი დაიხუროს და სახლში წავიდეს. როგორც სააგენტო “ლიდერს” ინკოგნიტო წყარო უმხელს, “ნაცმოძრაობაში” არა მხოლოდ დიდი ტაშ-ფანდურია, მთავრობაც კი უკვე დაკომპლექტებული გახლავთ:

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს თავად ზვიად კუპრავა,

მთავარი პროკურორი – ნიკოლოზ გვარამია,

უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური – ელეონორა კილაძე.

ძალიან გთხოვთ, როცა ბოლომდე ჩავალ, ტაში მერე დაუკარით!

მაშ ასე… ჯანდაცვის მინისტრი – კობა ხაბაზი,

სოფლის მეურნეობის მინისტრი – ბადრი შუბლაძე,

შერიგების მინისტრი – მეგი გოცირიძე,

კულტურის მინისტრი – მაია ორჯონიკიძე,

საგარეო საქმეთა მინისტრი – გრიგოლ ვაშაძე,

ეკონომიკის მინისტრი – რომან გოცირიძე,

ფინანსთა მინისტრი – ლევან ხაბეიშვილი,

განათლების მინისტრი – სერგი კაპანაძე,

ლტოლვილთა მინისტრი – კოტიკო იოსელიანი,

ინფრასტრუქტურის მინისტრი – თინიკო ბოკუჩავა,

თავდაცვის მინისტრი – ნიკანორ მელია,

იუსტიციის მინისტრი – ნიკოლოზ მაჭუტაძე,

სასჯელაღსრულების მინისტრი – აკუ მინაშვილი.

აი, ახლა კი თამამად დასცხეთ ტაში, ამხანაგებო… დიდება ნათელ მომავალს… იხარე ჭერო, მოკვდი – მტერო… აააღსდექ, მუშავ, წამებულო!!!

გიორგი ხმალაძე

leaderinfo.ge

Share