Home » საზოგადოება » მოლითი-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იწყება
მოლითი-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იწყება

მოლითი-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50კმ. გზის მეორე ლოტის, მოლითი-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ამ გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკორდის“ წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ისაუბრეს. 

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 26 კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში, იგეგმება ორზოლიანი, 9მ. სიგანის ასფალტის საფარის მოწყობა,  13 ხიდის მშენებლობა, სანიაღვრე არხების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები  ვარაუდობენ, რომ გზის მშენებლობას ორი მიმართულებით ერთდროულად დაიწყებენ, როგორც მოლითიდან, ასევე ჩუმათელეთიდან.

ხარაგაულის მერთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ასევე, ადგილობრივების დასაქმებას, რასაც კომპანია აუცილებლად გაითვალისწინებს.

გაცნობებთ, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50კმ. გზის პირველ ლოტზე, ძირულა-ხარაგაულის 25 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გზის მშენებლობას კომპანია black see group -ი ახორციელებს.

Share