Home » საზოგადოება » “მოკლედ ვიშვიშებენ ეს ბანკები, სებ-ის რეგულაციებმა ცალკე ჩვენ დაგვაქცია და ცალკე კერძო სექტორიო”
"მოკლედ ვიშვიშებენ ეს ბანკები, სებ-ის რეგულაციებმა ცალკე ჩვენ დაგვაქცია და ცალკე კერძო სექტორიო"

“მოკლედ ვიშვიშებენ ეს ბანკები, სებ-ის რეგულაციებმა ცალკე ჩვენ დაგვაქცია და ცალკე კერძო სექტორიო”

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი საკუთარ ფეისბუქ გვერზე პოსტს წერს, სადაც ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების შემოღების შემდგომ საბანკო სექტორში არსებულ ფინანსურ მონაცემებს მიმოიხილავს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად.

“მოკლედ ვიშვიშებენ ეს ბანკები, სებ-ის რეგულაციებმა ცალკე ჩვენ დაგვაქცია და ცალკე კერძო სექტორიო. ამ დროს კერძო სექტორის დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი, 2018 წლის აგვისტოში, გაზრდილია 27 მლნ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყბადაღებული თემა იყო, ასევე სებ-ის რეგულაციები ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებითაც, თითქოს საცალო სესხების რეგულირება, ერთის მხრივ გააუარესებდა მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ხოლო მეორეს მხრივ დააქცევდა სხვადასხვა ბიზნესს, რომელიც საცალო სესხებზე იყო დამოკიდებული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ მიმართულებითაც პოზიტიური მონაცემები გვაქვს და თუ 2017 წელს საცალო სესხებიდან მიღებულმა შემოსავალმა 133 მლნ ლარი შეადგინა, 2018 წლის აგვისტოში ეს მონაცემი, 28 მლნ-ით გაიზარდა. როგორც ჩანს, არც თუ ისეთი დამაქცევარი ყოფილა ეს რეგულაციები და არც ერთი სექტორის მდგომარეობა არ გაუუარესებია, სებ-ის რეგულაციებს. აი რაც შეეხება თავად საფინანსო სექტორს, ამ სექტორის სწრაფ განვითარებაზე მეტყველებს ინვესტორების მზარდი ინტერესი ამ უკანასკნელის მიმართ. კონკრეტულად კი თუ FDI -ის წილი საფინანსო სექტორზე 2017 წლის პირველ კვარტალში 76 მლნ იყო, 2018 წლის პირველ კვარტალში ეს ციფრი 110 მლნ-მდე გაიზარდა.

პ.ს. ხოდა ახლა რანაირად გამოვიდა დაქცევა აბა ?”, – წერს ბაირახტარი.

Share