Home » საზოგადოება » “მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, ლეგალიზაცია ამ მოცემულობით უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია”
"მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, ლეგალიზაცია ამ მოცემულობით უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია"

“მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, ლეგალიზაცია ამ მოცემულობით უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია”

POST TV-ს ანალიტიკოსმა, ფილოსოფოსმა გური სულთანიშილმა, იბერიაზე არჩილ გამზარდიას გადაცემაში სტუმრობისას, ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა.

კითხვაზე, თუ როგორ ფიქრობს მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფომს რა დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს ნარკომომხმარებლებთნ და ნარკოგამსაღებლებთან დაკავშრებით, სულთანიშვილის აზრით, ნარკოტიკების საკითხი და ზოგადად დეკრიმინალიზაცია არ არის მოწყვეტილად განსახილველი და ეს არის მთლიანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, მაგალითად, დასაქმების პოლიტიკასთნ ერთად, უთანასწორობის პოლიტიკასთნ ერთად.

► აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე უარი განაცხადა

მისივე თქმით,ეს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი არის.  ამას აქვს თავისი კულტურული ასპექტები.

– ნარკოტიკების საკითხი და ზოგადად დეკრიმინალიზაცია მოძრაობა არ არის მოწყვეტილად, ეს არის მთლიანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, მაგალითად, დასაქმების პოლიტიკასთნ ერთად, უთანასწორობის პოლიტიკასთნ ერთად. ეს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი არის.  ამას აქვს თავისი კულტურული ასპექტები.

მე მგონია, რომ 90-იანების დერეგულაციის  პოლოტიკა, რომელიც არსებობდა ჩვენთნ და ასევე სოციალური სტაგნაცია არის ძალიან კარგი ემპერიული გამოცდილება ნარკოტიკებთნ მიმართებაში,  რატო იღებდნენ ადამიანები ნარკოტიებს- ეს იყო ცუდი სოციალური რეალობა და სავარაუდოდ, ეს იყო მიბაძვის ელემენტები, როდესაც ნარკოტიკების მოხმარება პრესტიჟის ნიშნებთან იყო ასოცირებული.

► რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში სხვადასხვა ნარკოტიკი

შესაბამისად სახელმწიფოს ვალდებულება არის, რომ ნარკოტიკების მოხმარება ყველანაირად შეამციროს და ეს შემცირება უნდა გააკეთოს სხვადასხვა მექანიზმებით.

1. ეს უნდა იყოს დასაქმება.

2. ამის პროპაგანდის საწინააღმდეგო, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დასჯაზე ორიენტირებული.

თანამედროვე პოლიტიკური სპარადიგმა არის შემდეგი, ესეიგი შენ არ უნდა აუკრძალო ადამიანს რაღაც, არამდედ პოზიტიური ალტერნატივა უნდა შეთავაზო.

თანამედროვე პოლიტიკური სუბიექტის პარადიგმა ჩემთვის არის, რომ შენი სხეულის ავტონომიას შენ ვერ იცავ, შესაბამისად იქ კარგი პოლიტიკა ვერ შეიქმნება. თუ შენ სხეულზე პასუხს ვერ აგებ, შესაბამისად ავტორიტეტური ინსტიტუციების გამოწვევას ვერ მოახერხებ.

რა მოხდება თუ პოლიციამ გაგაჩერათ და ჯიბეში მარიხუანა გიპოვეს?

მე აქ მინდოდა საუბარი იმაზე, რომ ჯამრთელი ცხოვრება ძალიან ძვირი ღირს ჩვენთნ, ჩვენ გვაქვ,ს ერთის მხრივ მუნიციპალური “ტრენაჟორები”, რომელიც არაფრად არ ვარგა.  ჩვენ არ გვაქვს პოზტიური ალტერნატივა ამ ცხოვრების. სახელმწიფომ აუცილებლად დასაქმების პოლიტიკას უნდა მიაქციოს ყურადღება და გაუმჯობესოს მუნიციპალური  “ტრენაჟორები”, ეს უნდა იყოს მაღლი ხარისხის და ხელშეწყობა უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

მე მგონია, რომ მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, რაც შეეხება ლეგალიზაციას, ამ შემთხვევაში და ამ მოცემულობით მე უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია”. – აცხადებს სულთანიშილი.

მოამზადა შოთა ხაფავამ

Share