Home » ბიზნესი » მობილური კომპანიები აბონენტებს ახალ გადასახადს უწესებენ
მობილური კომპანიები აბონენტებს ახალ გადასახადს უწესებენ

მობილური კომპანიები აბონენტებს ახალ გადასახადს უწესებენ

მობილური კომპანიები აბონენტებს ახალ გადასახადს უწესებენ. კერძოდ, საუბარია, ნომრის მომსახურების საფასურზე, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი; ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე – 1 ლარი იქნება. ამ საფასურის ჩამოჭრა აბონენტებისთვის ყოველთვიურად მოხდება.

„ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ. ანგარიშზე თანხის ამოწურვისას ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს მიიღებთ 150 დღის განმავლობაში; ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება,“-აღნიშნულია „მაგთის“ განცხადებაში.

კომპანია „მაგთიკომის“ ცნობით, თანხის ჩამოჭრა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება. მათივე ცნობით, ნომრის მომსახურების საფასურის ჩამოჭრა ვერ მოხერხდება, თუ ჩამოჭრის მომენტში ნომერი ორმხრივადაა გათიშული, რის შემდეგაც ნომერი ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით გაუქმდება.

Share