Home » საზოგადოება » მხოლოდ ერთ თვეში თურქეთში საქართველოს 127 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა
მხოლოდ ერთ თვეში თურქეთში საქართველოს 127 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა

მხოლოდ ერთ თვეში თურქეთში საქართველოს 127 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს, რომელშიც 2019 წლის თებერვლის თვის მაჩვენებლებია ასახული.

როგორც კვლევიდან ირკვევა, საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნებში, რომლებიც შენგენის ზონას არ ეკუთვნიან, დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან.

ყველაზე მეტი ვიზიტი ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთში განხორციელდა, რომლის საზღვარიც 127 713-მა ადამიანმა გადაკვეთა, უარი კი მხოლოდ 36-ს ეთქვა.

მეორე ადგილს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყანა აზერბაიჯანი იკავებს, სადაც 52 753 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა, უარით კი საზღვრიდან არავინ გამოუბრუნებიათ.

ამ პერიოდის მანძილზე ქართველები ხშირად სტუმრობდნენ სომხეთსაც, სადაც 23 751 ვიზიტი შედგა.

რაც შეეხება რუსეთს, იქ 90 84 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა, საზღვრის გადაკვეთაზე უარი კი 9 ადამიანს უთხრეს.

agora.ge

Share