Home » საზოგადოება » მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება
მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება

მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხის კენჭისყრა გაზაფხულის სესიებზე ჩატარდება. კანონის ინიცირება, რომელიც 1 წელია უკვე მზად არის, მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების და პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„შესაბამისად, საგაზაფხულო სესიებზე ვგეგმავთ უკვე წარდგენას, პროექტი მზად არის თითქმის 1 წელიწადია. თებერვლიდან საკმაოდ საინტერესო პერიოდი გვექნება, როდესაც მოხდება კანონპროექტის ინიცირება და კენჭისყრა“- განაცხადა დანელიამ.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, მიწა არის რესურსი, რომლის გაყიდვაც უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა, მის შემუშავებაზე პარლამენტი საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს.

Share