Home » ეკონომიკა » მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება
მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. ვადის 6 თვით გახანგრძლივებას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს.

პროექტი საკანონმდებლო ორგანოში გამარტივებული წესით განიხილება. მისი ინიციატორები პარლამენტის წევრები ოთარ დანელია და ირაკლი შიოლაშვილი არიან.

დღეს მოქმედი კანონი 2016 წლის 31 ივლისს შევიდა ძალაში და მას 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა ემოქმედა.

რეფორმის დაწყებიდან 2018 წლის 15 ივნისამდე 486 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე კი 105 712 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე.

„ 2019 წლის 1-ლი იანვრის კონკრეტული თარიღი შერჩეულია იმ მიზეზით, რომ რეფორმის განმახორციელებელი უწყების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, არსებობს 2018 წლის დარჩენილი პერიოდისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი კანონის მოქმედების ამ ვადით გასაგრძელებლად. წინამდებარე კანონპროექტის განხილვა დაიწყო, მაგრამ ვერ იქნა საკანონმდებლო ინიციატივად ქცეული საქართველოს მთავრობის იმ შემადგენლობის მიერ, რომელიც გადადგა 2018 წლის 13 ივნისს. მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, აუცილებელია, წინამდებარე პროექტის კანონად ქცევა.“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის განხილვა დღეს, 27 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არის დაგეგმილი.

.
ვადის 6 თვით გახანგრძლივებას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს.

პროექტი საკანონმდებლო ორგანოში გამარტივებული წესით განიხილება. მისი ინიციატორები პარლამენტის წევრები ოთარ დანელია და ირაკლი შიოლაშვილი არიან.

დღეს მოქმედი კანონი 2016 წლის 31 ივლისს შევიდა ძალაში და მას 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა ემოქმედა.

რეფორმის დაწყებიდან 2018 წლის 15 ივნისამდე 486 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე კი 105 712 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე.

„ 2019 წლის 1-ლი იანვრის კონკრეტული თარიღი შერჩეულია იმ მიზეზით, რომ რეფორმის განმახორციელებელი უწყების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, არსებობს 2018 წლის დარჩენილი პერიოდისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი კანონის მოქმედების ამ ვადით გასაგრძელებლად. წინამდებარე კანონპროექტის განხილვა დაიწყო, მაგრამ ვერ იქნა საკანონმდებლო ინიციატივად ქცეული საქართველოს მთავრობის იმ შემადგენლობის მიერ, რომელიც გადადგა 2018 წლის 13 ივნისს. მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, აუცილებელია, წინამდებარე პროექტის კანონად ქცევა.“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის განხილვა დღეს, 27 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არის დაგეგმილი.

წყარო:1tv.ge

Share