Home » საზოგადოება » მინისტრის განცხადების მიუხედავად, წელს რთველზე 40 მილიონიანი სუბსიდირება გაიცა
მინისტრის განცხადების მიუხედავად, წელს რთველზე 40 მილიონიანი სუბსიდირება გაიცა

მინისტრის განცხადების მიუხედავად, წელს რთველზე 40 მილიონიანი სუბსიდირება გაიცა

სახელმწიფომ რთველისთვის 2017 წლის მსგავსად წელსაც 40 მილიონი ლარი გამოყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომპანია სს „აკურამ“ სექტემბრის დასაწყისში რთველისთვის 10 მილიონის მომსახურების შემდეგ დამატებით 30 მილიონის მომსახურების შეძენის ნებართვა ითხოვა. მოთხოვნა შესყიდვების სააგენტომ უკვე დააკმაყოფილა. კომპანიას 2018 წლის რთველისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება ევალება. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

40 მილიონი ლარის მომსახურების შეძენაზე ნებართვის მიღებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო წელს ყურძნის სუბსიდირებაზე უარს იტყოდა.

როგორც მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, წლევანდელი რთველი უნდა გახდეს პირველი ბოლო ათი წლის განმავლობაში, როდესაც სახელმწიფო სრულად გამოვა ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოყოფილი 40 მილიონი სუბსიდირებას არ მოხმარდება და კომპანია  „აკურამ“ შესაძლოა, ამ თანხით ის შედარებით დაბალხარისხიანი ყურძენი შეიძინოს, რომელსაც კერძო კომპანიები არ შეისყიდიან.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესყიდვის დოკუმენტი ზოგადი სახისაა და ამიტომაც ყურძნის შესყიდვის კომპონენტიც მითითებულია, თუმცა სახელმწიფო სუბსიდირებაზე უარს ამბობს.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 135 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება. ყურძენი უკვე გადაამუშავა 60-მდე ღვინის კომპანიამ.რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 135 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება. ყურძენი უკვე გადაამუშავა 60-მდე ღვინის კომპანიამ.

Share