Home » მსოფლიო » “მინდა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთთან მოედანზე აჩვენა”
"მინდა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთთან მოედანზე აჩვენა"

“მინდა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთთან მოედანზე აჩვენა”

ჭადრაკში მსოფლიოს XII ჩემპიონმა და საჭადრაკო სამყაროს ლეგენდამ, გარი კასპაროვმა ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამარჯვება  და ნახევრაფინალში გასვლა მიულოცა.

“ბრავო, ხორვატია! მე მხოლოდ ის მინდა, რომ თავისუფალმა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური მიღწევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთის წინააღმდეგ მოედანზე აჩვენა”, – წერს კასპაროვი ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე 2013 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

Share