Home » ფინანსები » მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მო მანი კრედიტის“ რეგისტრაცია გაუუქმდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 4 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული. ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“-აღნიშნულია განკარგულებაში.

როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, თუმცა, დეკემბერ-იანვარში მათი რიცხვი კიდევ რამდენიმეთი შემცირდა.

Share