Home » ეკონომიკა » მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში გადასახადები 60%-ით შევამცირე და ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში გადასახადები 60%-ით შევამცირე და ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში გადასახადები 60%-ით შევამცირე და ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე

“ჩვენ თავს ვაჩვენებთ ისე, თითქოს რეფორმებს ვატარებთ საერთაშორისო ორგანიზაციები კი თავს გვაჩვენებენ, რომ თითქოს გვეხმარებიან, რეალურად კი წინსვლა არ არის”, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე.

ამავე შეხვედრაზე მან კვლავ საქართველოს ანალოგია მოიყვანა და განაცხადა, რომ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი გადასახადების შემცირება და ამავდროულად ბიუჯეტის გაზრდაა.

“გადასახადები უნდა შევამციროთ და საერთაშორისო სავალუტო ფონდს უნდა დავუმტკიცოთ, რომ დაბალი გადასახადებით შეგვიძლია მივიღოთ მეტი შემოსავალი. მე შემიძლია მოგიყვანოთ ამისი კონკრეტული მაგალითი. ავიღოთ საქართველო, რომელსაც გაცილებით ნაკლები რესურსი გააჩნია, ვიდრე უკრაინას. ჩემი პრეზიდენტობის პირველსავე წელს გადასახადები 60%-ით შევამცირეთ, ხოლო ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ. რეალურად შევძელით ამის გაკეთება, რადგან როცა არ იპარავ ბიუჯეტის შევსება და გაზრდა, არანაირი პრობლემა არ არის. ასეთივე მეთოდის გამოყენება შეგვიძლია უკრაინაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: iPress

Share